1. ყოველწლიურად, არაუმეტეს კალენდარული წლის დასრულებიდან ხუთი (5) თვის განმავლობაში, საპენსიო სააგენტო ვალდებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წლიური ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომელიც მათ შორის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელიც შერჩეული იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ;

ბ) ჯამურ აბსოლუტურ შემოსავლიანობას ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თითოეული პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით; შემოსავლიანობა შესაბამისი მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ;

გ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულების და პროპორციის შესახებ ინფორმაცია, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივი, აგრეთვე ფაქტიური განაწილება;

დ) აქტივების მმართველი თითოეული კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგებისა და მიზნობრივი მაჩვენებლების, ასევე მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განცალკევებით ადგილობრივი და საერთაშორისო კლასის აქტივებისათვის;

ე) ანგარიში ყველა სხვა გადასახდელის, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და სხვა მომსახურების და ფინანსური გარიგებების საფასურის შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

2. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია, მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობი