1. საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით.

2. შიდა აუდიტის სამსახურს წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ჩანაწერსა და დოკუმენტზე, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისა და საინვესტიციო საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე.

3. შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

4. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსდამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა