1. თითოეული დასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.

2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.

3. თითოეული თვითდასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე კანონის ამოქმედებიდან მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.

4. თითოეული თვითდასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით ამ კანონის შესაბამისა