1. საინვესტიციო საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. საინვესტიციო საბჭოს კრებას უძღვება საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში– კრების თავმჯდომარედ არჩეული საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი.

3. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების გადაცემა სხვა პირებზე. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ სამი (3) წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილნი არიან დაესწრონ საინვესტიციო საბჭოს სხდომებს, ხმის უფლების გარეშე.

5. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს კრებაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი.

6. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია გონივრული ვადით, კონფიდენციალურად ჩათვალოს და არ გაასაჯაროოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საინვესტიციო საქმიანობას, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების