1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დაფინანსდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან, როგორც საპენსიო აქტივების წლიური მოსაკრებელი, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით.

2. საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის პროექტი აუცილებელია მკაცრად განცალკევებული ფორმით აღრიცხავდეს:

ა) საინვესტიციო საქმიანობის, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს და საინვესტიციო საბჭოს ხარჯებს;

ბ) საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს.

3. საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი უნდა განსაზღვრავდეს წლიური მოსაკრებლის პროცენტულ მოცულობას როგორც მთლიანად, ასევე განცალკევებით საინვესტიციო და მმართველობით-ადმინისტრაციული საქმიანობებისათვის.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის წინა წლის 1 სექტემბრისა დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტ