1. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა ორმოცი (40) წელი და რომელსაც არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან სავალდებულო წესით ავტომატურად სქემაში გაწევრიანებიდან ხუთი (5) თვის განმავლობაში, მაგრამ გაწევრიანებიდან არანაკლებ სამი (3) თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.
2. დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ან რაიმე სხვა ფორმით ზემოქმედება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში:
ა) დასაქმებულის სახელით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;
ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;
გ) დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო საგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.
4. დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ დროს თავიდან გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. მონაწილის ხელახალი გაწევრიანებისას დამსაქმებლის, დასაქმებულის და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება გაწევრიანებიდან ხელფასის პირველი გადახდისთანავე, ხოლო მონაწილე ჩაითვლება სავალდებულოდ გაწევრიანებულად დაგროვებით საპენსიო სქემაში და მისი უფლებები საპენსიო სააგენტოში საკუთარ ინდივიდუალურ ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით განისაზღვრება ამ კანონით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრიანებული მონაწილეებისთვის პირველი ხელფასის გადახდა გამოიწვევს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში თითოეული ასეთი დასაქმებულის შესახებ პირველადი საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რაც დაადასტურებს დასაქმებულის გაწევრიანებას დაგროვებით საპენსიო სქემაში და შექმნის საფუძველს სათანადო ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გახსნისთვი