1. საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას. აღნიშნულ საკუთრებაზე განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. მონაწილის ქონებრივი უფლებები მის საპენსიო აქტივებზე არ შეიძლება დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ან საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში და მასზე არ იმოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცედურ