1. საპენსიო სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ მიაწვდის თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი აქტივების ღირებულების შესახებ, შენატანების თარიღების და საინვესტიციო ამონაგების მითითებით. ასეთი ანგარიში შეიძლება მიწოდებულ იქნეს ელექტრონული ფორმით. ანგარიშის წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ.

2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ანგარიში მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული აქტივების ღირებულების შესახებ. საპენსიო სააგენტომ შეიძლება დააწესოს გადასახდელი ასეთი წერილობითი ანგარიშის გაცემაზ