1. თუ მონაწილე გარდაიცვალა საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან პენსიის გადახდის პროგრამის შედგენამდე, მონაწილის ანგარიშზე არსებული თანხები გადაეცემა მის მემკვიდრეს/მემკვიდრეებს.

2. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული წესისა და პროცედურების შესაბამისად.

4. მემკვიდრეებისგან ყველა მოთხოვნის მიღების შემდეგ, საპენსიო სააგენტო მოახდენს მათ მოთხოვნათა ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღებას და მიიღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გაცემასთან დაკავშირებით.

5. ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება დაგროვებითი სქემის მონაწილის პენსიის მემკვიდრეებისთვის გადახდის თაობაზე საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილებას, გადაწყდება საპენსიო სააგენტოს დავის გადაწყვეტის მექანიზმის მეშვეობით საპენსიო სააგენტოს მიერ დამატებით შემუშავებული პროცედურების შესაბამისად. საპენსიო სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება, თუ დაადგინა, რომ მისი მიკუთვნება რომელიმე მემკვიდრისთვის მოხდა შეცდომით.

თავი VI. დავების გადაწყვეტა და აღსრულე