1. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება ასეთი სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს პენსიას ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
2. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს შესაბამის ფორმებს და პროცედურებს, რომელთა საფუძველზე მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებას და მოითხოვს პენსიის მიღებას საპენსიო ასაკის მიღწევამდ