,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №8 |
|
2018 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016253) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. პლანშეტი №2-ის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე ფორმისთვის იქარგება შავი ძაფით.“. 2. პლანშეტი №3-ის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ვარსკვლავები, თასმები და წნულები დათბუნული ქურთუკისთვის იქარგება შავი ძაფით.“. 3. პლანშეტი №4-ის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე კეპისთვის და პანამისთვის იქარგება შავი ძაფით, ხოლო ბერეტისათვის იქარგება ოქროსფერი ძაფით.“. 4. პლანშეტი №11-ის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იუნკერთა სამკერდე ნიშნები (პლანშეტი №11/2) გამოიყენება საველე ფორმისათვის; სამკერდე ნიშანის ფორმა – ოთხკუთხედი, ფერი – კომუფლირებული, ზომები – 45 მმ X 50 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე – 10 მმ; ნაქარგის სიმაღლე – 20 მმ, სიგანე –15 მმ, ფერი – შავი; ინტერვალი რომაულ რიცხვსა და ნაქარგს შორის – 5 მმ; გ) აღმნიშვნელი ნიშანი (პლანშეტი №11/3) კეპისთვის და პანამისთვის მზადდება კომუფლირებული ქსოვილისაგან, ხოლო ბერეტისათვის იმავე ფერის ქსოვილისაგან, რა ფერიც არის თვითონ ბერეტი. ზომები – 40 მმ X 50 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე – 20 მმ; ნაქარგის ფერი კეპისთვის და პანამისთვის – შავი, ბერეტისთვის – ოქროსფერი; დ) სამკერდე ნიშანი (პლანშეტი №11/4) დათბუნული ქურთუკისთვის მზადდება კომუფლირებული ქსოვილისაგან; სამკერდე ნიშნის ფორმა – მართკუთხედი, ზომები – 50 მმ X 55 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე –10 მმ; ნაქარგის სიმაღლე – 20 მმ, სიგანე –15 მმ, ფერი – შავი; ინტერვალი რომაულ რიცხვსა და ნაქარგს შორის – 5 მმ;“. 5. პლანშეტი №12-ის მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსწავლეთა (კადეტთა) სამკერდე ნიშნები (პლანშეტი №12/2) გამოიყენება საველე ფორმისათვის; სამკერდე ნიშნის ფორმა – ოთხკუთხედი, ფერი – კომუფლირებული, ზომები: 45 მმ X 50 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე-10 მმ; ნაქარგის სიმაღლე – 17 მმ, სიგანე –12 მმ, ფერი – შავი; ინტერვალი რომაულ რიცხვსა და ნაქარგს შორის – 5 მმ; გ) აღმნიშვნელი ნიშანი (პლანშეტი №12/3) კეპისთვის და პანამისთვის მზადდება კომუფლირებული ქსოვილისაგან, ხოლო ბერეტისათვის იმავე ფერის ქსოვილისაგან, რა ფერიც არის თვითონ ბერეტი. ზომები – 40 მმ X 50 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე – 20 მმ; ნაქარგის ფერი კეპისთვის და პანამისთვის – შავი, ბერეტისთვის– ოქროსფერი; დ) სამკერდე ნიშანი (პლანშეტი №12/4) დათბუნული ქურთუკისთვის მზადდება კომუფლირებული ქსოვილისაგან; სამკერდე ნიშნის ფორმა – მართკუთხედი, ზომები: 50 მმ X 55 მმ; რომაული რიცხვის სიმაღლე – 10 მმ; ნაქარგის სიმაღლე – 30 მმ, ფერი – შავი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|