„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016990
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №84

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის  №52 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/07/2017, 010320020.22.038.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის „გ“ - „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დამხმარე ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამინისტროში და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პენიტენციურ დაწესებულებებში/პრობაციის ეროვნული სააგენტოში ასრულებს მხარდამჭერ ფუნქციებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, მათ შორის უზრუნველყოფს:

დ.ა) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვადასხვა პროფილის  სამედიცინო მომსახურებას, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული სპეციალობების შესაბამისად;

დ.ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, მასში განთავსებული ტექნიკური საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამართულ ფუნქციონირებას;

დ.გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების დასუფთავების, სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს;

დ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა და მატერიალურ ფასეულობათა ტრანსპორტირებას;

დ.ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირებას;

დ.ვ) სათარჯიმნო, რედაქციულ და სტილისტურ მომსახურებას;

დ.ზ) ტრენინგების, კონსულტაციებისა და ფიზიკური მომზადების ჩატარებას კომპეტენციის ფარგლებში;

დ.თ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურებას;

დ.ი) სხვა ტექნიკურ სამუშაოებს;

დ​​1) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამინისტროში და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პენიტენციურ დაწესებულებებში/პრობაციის ეროვნული სააგენტოში ასრულებს დროებით, არამუდმივ ამოცანებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით;“.

2. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება სამინისტროში/პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზეც.";

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან/პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან და ვიზირებულ უნდა იქნეს სამსახურის/ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მიერ, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის საკითხს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.038.016990.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №84, 08.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016990 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4176906/