სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 080210318002387616
N2/1171-18
განჩინება
საქართველოს სახელით
ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან
2018 წლის 21 ივნისი
ქ. ქუთაისი
სხდომის მდივანი: ია დვალიშვილი
განმცხადებელი /მოვალე/ – სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტები’’
წარმომადგენელი – გიორგი სამხარაძე
მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
კრედიტორი – შპს ,,საქნავთობპროდუქტი’’
წარმომადგენელი – გოჩა კილასონია
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2018 წლის 09 ივლისს 14:00 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11. მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი.