ამონაწერი სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების’’ კრედიტორთა კრების ოქმიდან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 080210318002387616
N2/1171-18
განჩინება
საქართველოს სახელით
ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან
2018 წლის 09 ივლისი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: დარინა აბულაძე (გაკოტრების მოსამართლე)
სხდომის მდივანი: მირანდა ბარბაქაძე
განმცხადებელი /მოვალე/ – სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტები“
წარმომადგენელი – გიორგი სამხარაძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
კრედიტორი – შპს „საქნავთობპროდუქტი“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2018 წლის 27 ივლისს 13:00 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე