„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016301
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №50

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე.“

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის, მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის  მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჰემოდიალiზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე.“

დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“

ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“

ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:

      ა) პირველი შვილის დაბადებისას – 100 ლარი;

      ბ) მეორე შვილის დაბადებისას – 150 ლარი;

       გ) მესამე შვილის დაბადებისას – 200 ლარი;

       დ) მეოთხე შვილის დაბადებისას – 300 ლარი;

       ე) მეხუთე შვილის დაბადებისას – 350 ლარი;

       ვ) მეექვსე შვილის დაბადებისას – 500 ლარი;

       ზ) მეშვიდე შვილის დაბადებისას – 700 ლარი;

       თ) მერვე და შემდგომი შვილის დაბადებისას – 1000 ლარი;

       ი) ტყუპების დაბადების შემთხვევაში დამატებით 500 ლარი.“;

ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“;

თ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“;

ი) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“;

კ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“;

ლ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“;

მ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“;

ნ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა და სხვა) ჭიათურის მუნიციპალიტეტს წარმოუდგინოს სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხის ანაზღაურება არ განხორციელდება.“;

ო) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარების გაცემა მოხდეს ბიუჯეტში არსებული ასიგნების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2018.
როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.08.2018. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.129.016301.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №50, 03.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016301 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4286874/