1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: საკრებულოში – საკრებულოს საქმისწარმოების საკითხთა განყოფილება, მერიაში – ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – შესაბამისი სამსახურები).
2. საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, რომლის მოვალეობაში შედის:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) დოკუმენტების გადაცემა ქვედანაყოფის უფროსისა და შემსრულებლისთვის;
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე) საქმეთა მომზადება არქივისთვის ჩასაბარებლად;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ზ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა. დოკუმენტების შედგენა და გაფორმება.