1. დოკუმენტის რეგისტრაცია ნიშნავს დოკუმენტზე ინდექსის დასმას და სარეგისტრაციო ფორმებში დოკუმენტის შესახებ საჭირო ცნობების ჩაწერას, ელექტრონულად ანოტაციის დართვას.
2. ინდექსის შემადგენელი ნაწილები განცალკევდებიან ირიბი ხაზით.
3. დოკუმენტის ინდექსი დგება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) გამოყენებული კლასიფიკატორის ინდექსი.
4. რეგისტრაციას ექვემდებარება როგორც თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი და მის შიგნით გამოსაყენებელი, ისე სხვა დაწესებულებებში გასაგზავნი, სხვა დაწესებულებებიდან და კერძო პირებისაგან შემოსული ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ესაჭიროება აღრიცხვა, შესრულება და გამოყენება (განკარგულებითი, საგეგმო, საანგარიშგებო, სტატისტიკური, საბუღალტრო, საფინანსო და სხვ.).
5. დოკუმენტების რეგისტრაცია ცენტრალიზებულია. შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციას ახდენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი განყოფილებები;
6. დოკუმენტი ერთხელ გადის რეგისტრაციას: შემოსული – შემოსვლის დღეს, შექმნილი – ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს. რეგისტრირებული დოკუმენტი ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადაცემისას ხელმეორე რეგისტრაციას არ საჭიროებს. დაუშვებელია დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. რეგისტრაციაში გაუტარებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი ან მოქალაქის წერილი, რომელსაც მიიღებს ქვედანაყოფის თანამშრომელი, აუცილებლად უნდა აღირიცხოს მუნიციპალიტეტის შესაბამის განყოფილებებში;
7. დოკუმენტების სარეგისტრაციო რეკვიზიტებია:
ა) ავტორი (კორესპონდენტი);
ბ) დოკუმენტის თარიღი;
გ) დოკუმენტის ინდექსი (დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და ინდექსი დაწესებულებაში შემოსული დოკუმენტებისთვის);
დ) დოკუმენტის სათაური ან მისი მოკლე შინაარსი;
ე) რეზოლუცია (დავალების შინაარსი, ავტორი, თარიღი);
ვ) შესრულების ვად