1. თვითმმართველობის  ორგანოს დოკუმენტები დგება თვითმმართველობის  მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.

2.  დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა)  შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ;

ბ)  შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელის (იურისტის) მიერ;

გ)   ადგილობრივი   თვითმმართველობის    იმ   სტრუქტურული    ქვედანაყოფების    ხელმძღვანელთა    მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი.

3. ვიზების შეგროვებისთვის  პასუხისმგებელია  ის სტრუქტურული  ქვედანაყოფი, სადაც მზადდება დოკუმენტი;

4. ვიზირებული დოკუმენტი, დოკუმენტის ავტორი სამსახურის  უფროსის მიერ ხელმოსაწერად იგზავნება მუნიციპალიტეტის მერთან ან სხვა უფლებამოსილ პირთან.

თავი IIIშემოსული კორესპოდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილე