ა) არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს:
ა.ა) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან;
ა.ბ) ფსიქოლოგიური დახმარების სისტემის ამოქმედების მიზნით ინტერნეტპორტალის – befriend.mes.gov.ge მოდიფიცრება;
ა.გ) ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) 2019 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) აღჭურვა მეტალოდეტექტორებით;
გ) 2022 წლის 31 დეკემბრამდე შექმნას და დანერგოს:
გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა;
გ.ბ) სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები;
გ.გ) ფსიქოლოგთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია;
გ.დ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამა.
2. სკოლა ვალდებულია:
ა) ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში შექმნას ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული სკოლის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლბამოსილი პირის საინფორმაციო უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის 45-ე მუხლის შესაბამისად;
გ) 2018-2019 სასწავლო წელს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-4-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში;
დ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შინაგანაწესის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანა და ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსათვის – რესურსცენტრისათვის წარდგენა.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო სისტემით აღჭურვამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/უფლებამოსილი პირი ახორციელებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის მხოლოდ არადისტანციურ დათვალიერებას, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
4. უფლებამოსილი პირების მეტალოდეტექტროებით აღჭურვამდე, უფლებამოსილი პირს არ აქვს უფლება განახორციელოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
5. მანდატურის სამსახურის მიერ:
ა) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანამდე უფლებამოსილი პირები განთავისუფლებულები არიან ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების ვალდებულებისგან;
ბ) სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამისა და სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების ელექტრონული პროგრამის დანერგვამდე, სკოლები განთავისუფლებულები არიან შესაბამისი ვალდებულებების განხორციელებისგან;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამის შექმნამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/უფლებამოსილი პირი განთავისუფლებულები არიან შესაბამისი ვალდებულებისგა