1. ორგანიზაცია (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების მომსახურება, ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან ერთად წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში – სამსახური) წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე.
2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.
3. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი კომპიუტერული პროგრამა, შესაბამისი პარამეტრები თუ აპლიკაცია.
4. სამსახური უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, დააზუსტოს წარდგენილი ტექნიკური დავალება და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაქმნელად, სამსახური უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აცნობებს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
5.იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახური მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის შეტყობინებასა და ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის თაობაზე, ხოლო განმცხადებელი მისი გამრავლებით ამ დანართის პირველ მუხლში განსაზღვრულ ტარიფზე დაიანგარიშებს კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების მომსახურების საფასურს.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან/მიღებასთან დაკავშირებით.
7. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშობა ამ დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
დანართი №4
ვებგვერდის შექმნის/განვითარების მომსახურების ტარიფები და აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი და პირობე