1. ორგანიზაცია (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), რომელიც გადაწყვეტს, შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურება, ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში – სამსახური) წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის იმ მისამართს/ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომლის მეშვეობითაც ეცნობება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია – მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის თაობაზე.
3. სამსახური ზემოაღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის თაობაზე, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი გამრავლებით ამ დანართის პირველ მუხლში განსაზღვრულ ტარიფზე, შეძლებს დაიანგარიშოს ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების საფასური.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან/მიღებასთან დაკავშირებით.
5. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
დანართი №8
გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების ტარიფები და აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წე