1. ორგანიზაცია (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), რომელიც გადაწყვეტს, მიიღოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მომსახურება, ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში – სამსახური) წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე.
2. სამსახური ზემოაღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის თაობაზე და მომსახურების გაწევის პერიოდს. შემსყიდველი ორგანიზაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის გამრავლებით ამ დანართის პირველი მუხლში განსაზღვრულ ტარიფზე დაიანგარიშებს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მომსახურების საფასურს.
3. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განმცხადებლის იმ მისამართს/ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომლის მეშვეობითაც ეცნობება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია – მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის თაობაზე.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან/მიღებასთან დაკავშირებით.
5. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
დანართი №6
გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების ტარიფები და აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წე