1. ორგანიზაცია (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), რომელიც გადაწყვეტს, შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება, ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში – სამსახური) წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური დავალების შესაბამისი პარამეტრები, სამსახურს უფლება აქვს, არაერთხელ დააზუსტებინოს შემსყიდველ ორგანიზაციას ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.
3. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.
4. სამსახური ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის/დაზუსტებული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობის თაობაზე, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია მისი გამრავლებით ამ დანართის პირველ მუხლში განსაზღვრულ ტარიფზე შეძლებს დაიანგარიშოს გასაწევი მომსახურების საფასური.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1551@mof.ge მისამართზე დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან/მიღებასთან დაკავშირებით.
6. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
დანართი №7
ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების ტარიფები და აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წე