ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-12 |
|
2019 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესი“, დანართ №1-ის შესაბამისად;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი“, დანართ №2-ის შესაბამისად.
|
(კოდი: 08 13) განხორციელების წესი
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
5. ამ წესის შესაბამისად, პროექტის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის (პროექტების) განმხილველ კომისიებს (შემდგომში – კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარულ დღეს.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
5. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის.
7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტები არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის წარდგენაზე.
8. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ა) საკონკურსო განაცხადის წარდგენა ხდება, სამსახურის უფროსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა კულტურული თვითგამოხატვის, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაძლიერების გზით; შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის გზით კულტურული ტურიზმის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ზრდა; მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა;
ბ) საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია შესაბამის სფეროში მოღვაწე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის პროექტიც ორიენტირებული იქნება დარგის მდგრად/გრძელვადიან განვითარებაზე;
გ) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული განაცხადის ფორმის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებულ კონკურსში;
დ) კონკურსი ცხადდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
ე) საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე;
ვ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო განაცხადები აღარ მიიღება/განიხილება;
ზ) კონკურსის შედეგები საჯაროა.
9. კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი.
10. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში წარდგენილ თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთოდეს თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ,,კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), ,,შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და ,,ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.”
3. ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსება.
4. საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში საკონკურსო განაცხადის განხილვაზე.
6. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს და ინოვაციურ პროექტებს.
7. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) საპროექტო განაცხადი პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05) ფარგლებში:
ა.ა) რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.ბ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.გ) ფესტივალებისა და კონკურსების ხელშეწყობა;
ა.დ) საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია - სხვადასხვა თეატრის, თეატრალური და სახელოვნებო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (თეატრალური წარმოდგენები, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პერფორმანსები) და თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში თემატური და ჯგუფური თუ პერსონალური აქტივობების განხორციელება, აღნიშნული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია;
ა.ე) „თბილისის ცის ქვეშ“ - ღია სივრცეში შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ღონისძიება, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა ლოკაციაზე;
ბ) საკონკურსო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ბ. ა) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა – საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა; საგამომცემლო საქმიანობის შემთხვევაში, დაფინანსებას ექვემდებარება წიგნის გამოცემის ხელშეწყობა. წიგნის გამოცემის ხელშეწყობა ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიების, კატალოგების, ვიზუალური მასალის, მხატვრული ტექსტის, ბიოგრაფიული ინფორმაციის და სხვა საკითხების შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო, ზოგადსაგანმანათლებლო სახელმძღვანელოების, პროზაული, პოეტური და სანოტო კრებულების, საბავშვო პოეზიის და პროზის, ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას;
ბ.ბ) დიზაინისა და რეწვის ხელშეწყობა – ქსოვის, ქარგვის, რეწვის, კერამიკის, ხეზე კვეთისა და საიუველირო დარგების აღდგენა და პოპულარიზაცია, აღნიშნული მიმართულების მცირე საწარმოების განვითარების ხელშეწყობა;
ბ.გ) აუდიოვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – აუდიოვიზუალური დარგის მიმართულებით პროექტების ხელშეწყობა; კინემატოგრაფიის სფეროში მიმდინარე პროცესების, კონკურსების, ფესტივალების ხელშეწყობა; აუდიოვიზუალური ხელოვნების შემოქმედებითი პროცესების განვითარების ხელშეწყობა;
ბ.დ) ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ფოტოგრაფია, თანამედროვე ტიპის სხვადასხვა ინსტალაციები, მხატვრობა, ურბანული ხელოვნების, ინოვაციური ღონისძიებების ხელშეწყობა;
გ) საპროექტო განაცხადი პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში:
გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
გ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.გ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამის განხორციელება;
გ.დ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.ე) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი პროგრამების/აქტივობების დანერგვა/ხელშეწყობა;
8. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
12 შენიშვნის არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო/საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“
13. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი/საკონკურსო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი.
14. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
15. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.
16. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურში მხოლოდ ერთხელ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
(კოდი 08 08 01) განხორციელების წესი
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას (შემდგომში - კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამებში: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იმ მოსწავლეების დაფინანსებაზე, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფროსის გადაწყვეტილებით.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალაქ თბილისის ინტერესებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების მიზნით განსაზღვროს საპროექტო განაცხადის მიღების ვადა, თემატიკა და პრიორიტეტები.
2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი.
3. სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას, შესაბამისი პროფილის იურიდიულმა პირებმა თან უნდა დაურთონ ინვოისი/ინვოისები.
4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
5. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასა და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს.
7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.
9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში პრიზიორების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრას სამსახურის უფროსი.
2. საპროექტო განაცხადის განხილვისას მხედველობაში მიიღება პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობა, თანადაფინასნების არსებობა და მოხალისეობრივი ჩართულობა.
3. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს.
4. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ ვადაში.
6. თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
7. სამსახურს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება მოსთხოვოს ორგანიზაციას მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამისთვის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამებისთვის: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია. 3. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის ქალაქ თბილისში ყოველი წლის პირველი იანვრისთვის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შეტანის დღისთვის უწყვეტად თბილისში რეგისტრირებული სპორტსმენების დაჯილდოება შესაძლებელია შემდეგნაირად:
|
2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს სამსახურს წერილობით, ბიუჯეტის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.
3. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის შეცვლა, ღონისძიების გამართვის ადგილის ან ვადების შეცვლა, ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
2. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (მთლიანად ან ცალკეულ პუნქტებში) უცხოური ვალუტის (ლართან მიმართებით) სავარაუდო გაცვლითი კურსის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული სავარაუდო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამსახურის მხრიდან იურიდიულ პირს ჩაეთვლება მის მიერ მოთხოვნილი საერთო თანხა ლარში და იურიდიული პირი ვალდებული იქნება დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კონვერტაციის შედეგად მიღებული სხვაობის ოდენობის თანხა, რაზეც შესაბამისი ბანკიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მიერ გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.
2. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, იურიდიული პირი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
3. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადებში არწარმოდგენის ან დოკუმენტაციის არასწორად ან/და არასრულად წარმოდგენის გამო, სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად მიღებული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.
5. იურიდიული პირების მიერ ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურს უფლება აქვს მოსთხოვოს იურიდიულ პირებს მათი პირადობის მოწმობების ასლების წარმოდგენა.