„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
„მუხლი 3. ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები
ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ამ კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა
რესპუბლიკური ბიუჯეტი ქვეყნის ერთიანი საბიუჯეტო სისტემის შემადგენელი ნაწილია, უზრუნველყოფილია ერთიანი სამართლებრივი ბაზით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების ანგარიშგების ერთიანი საბიუჯეტო დოკუმენტაციით, საბიუჯეტო პროცესის დადგენილი პრინციპებითა და ფულადი სისტემის ერთიანობით, ერთიანი საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკით და მიმართულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“საქართველოს კონსტიტუციური კანონით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებათა რეალიზაციისათვის.“.
3. 26- ე მუხლის მე -2 პუნქტი ამოღებულ იქნეს :
4. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 261. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი
1. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს, არა უგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.
2. რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.“.
5. 29- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს (წარადგენენ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრი (წევრები) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით. უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მოხსენებებს.“.
6. 32- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.“.
ჩაქვი, 4 აპრილი 2019 წ. N86-უ.ს.რ.ს.
|