ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი –
„მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:

მართვის ადგილს;

ფილიალს;

ოფისს;

ქარხანას;

სახელოსნოს, და

ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ასევე მოიცავს:

სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, საამწყობო ან სამონტაჟო ობიექტს ან მათთან დაკავშირებულ საზედამხედველო საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოედანი, პროექტი ან საქმიანობა ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;

მომსახურების გაწევას, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, რომელსაც ამგვარ საქმიანობაში ჩართული საწარმო გაუწევს თავისი თანამშრომლების ან ამ მიზნებისთვის ამ საწარმოს მიერ მოწვეული პერსონალის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საქმიანობა ამ სახელმწიფოში ხორციელედება (იმავე ან დაკავშირებულ პროექტებთან მიმართებით) პერიოდით ან პერიოდები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში.

ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;

საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) –

e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის გაწეულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირს:

გააჩნია და ჩვეულებრივი იყენებს საწარმოს სახელით ხელშემკვრელ სახელმწიფოში კონტრაქტების დადების უფლებამოსილებას, თუ ამგვრი საქმიანობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის  ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად; ან

არ გააჩნია ამგვარი უფლებამოსილება, მაგრამ ჩვეულებრივ უზრუნველყოფს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში საქონლის ან პროდუქციის მარაგის დასაწყობებას, საიდანაც ის რეგულარულად ახორციელებს საწარმოს კუთვნილი საქონლის ან პროდუქციის მიტანას.

საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულება