ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

საქართველოს შემთხვევაში:

მოგების გადასახადი;

საშემოსავლო გადასახადი;

ქონების გადასახადი;

(შემდგომში –
„საქართველოს გადასახადი”).

საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში:

ზაკატი;

საშემოსავლო გადასახადი, ბუნებრივი აირის საინვესტიციო გადასახადის ჩათვლით;

(შემდგომში –
„საუდის გადასახადი”).

ამ შეთანხმების დებულებები ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე