ა) პირველი გარეცხვამდე, შემთხვევით შეირჩეს 25 ტანხორცი;
ბ) აუცილებლობისას, მოიჭრას კისერი და კისრის კანი დარჩეს ტანხორცზე;
გ) თითოეული ტანხორცის ცალ-ცალკე იდენტიფიკაცია. თითთოეული ტანხორცის აწონვა და წონის გრამის სიზუსტით დაფიქსირება;
დ) სატესტო ტანხორცი გამოსაშიგნ ხაზზე ხელახლა დაკიდება, რათა გაგრძელდეს გარეცხვის, გაციების, დაწრეტვის და სხვა ნორმალური პროცესი;
ე) დასაწრეტი ხაზის დასასრულს იდენტიფიცირებული ტანხორცის მოხსნა, რათა არ მოხდეს იმაზე მეტხანს დაწრეტვა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დაშვებულია იმ ლოტიდან აღებული ფრინველისთვის, რომლიდანაც ნიმუში იქნა აღებული.
2. ნიმუში შეიცავს პირველ 20 შერჩეულ ტანხორცს. ხდება მათი ხელახალი აწონვა. მათი გრამის სიზუსტით განსაზღვრული წონა იწერება პირველად გაკეთებული წონის გასწვრივ. ტესტი ითვლება ბათილად თუ 20 იდენტიფიცირებულ ტანხორცზე ნაკლები იქნება შერჩეული.
3. ტანხორცის ნიმუშს უნდა მოცილდეს იდენტიფიკაცია და გაგრძელდეს ტანხორცის ჩვეულებრივი ნორმალური შეფუთვის ოპერაცია.
4. უნდა განისაზღვროს შეწოვილი სინესტის პროცენტი გარეცხვის, გაციების და დაწრეტვის შემდეგ ამ ტანხორცების საერთო წონის გამოკლებით, სხვაობის თავდაპირველ წონაზე გაყოფით და 100-ზე გამრავლები