ა) ქათმის გულმკერდითვის – გულმკერდის ნახევარი;

ბ) ქათმის გულმკერდის ფილესთვის – ძვლიანი გულმკერდის ნახევარი კანის გარეშე;

გ) ინდაურის გულმკერდის, ინდაურის გულმკერდის ფილეს და კიდურის ძვლიანი ხორცისთვის – დაახლოებით 100 გრ-იანი პორციები;

დ) სხვა ნაჭრებისთვის –  როგორც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის მე-2 მუხლში.

2. გაყინული ან სწრაფად გაყინული ნაყარის სახით არსებული პროდუქტების შემთხვევაში (ნაჭრები, რომლებიც ცალ-ცალკე არ არის შეფუთული) დიდი შეფუთვები, საიდანაც ხდება ნიმუშების აღება, შეიძლება ინახებოდეს 0°C-ზე, სანამ შესაძლებელი არ იქნება ცალკეული ნაჭრების მოცილებ