2. იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს შეწოვილი მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობა უდრის 2%(1)-ს, ქათმისთვის, ჰაერით გაციებისას, ამ მეთოდით განსაზღვრული წყლის საერთო შემცველობის (გრამებში) (WG) უმაღლესი დასაშვები ლიმიტი წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის, ნდობის ინტერვალი): WG = 3,65 *RPA +42.
3. იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს შეწოვილი მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობა უდრის 4,5%(1)-ს, ქათმისთვის, ჰაერის გაფრქვევით გაციებისას, ამ მეთოდით განსაზღვრული წყლის საერთო შემცველობის (გრამებში) (WG) უმაღლესი დასაშვები ლიმიტი წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის, ნდობის ინტერვალი): WG = 3,79 *RPA +42.
4. იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობის შეწოვა უდრის 7%(1)-ს, ქათამისთვის, წყალში ჩაყურსვით (იმერსიით) გაციებისას, ამ მეთოდით განსაზღვრული უმაღლესი დასაშვები წყლის საერთო შემცველობა (WG) გრამებში წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის, ნდობის ინტერვალი):
WG = 3,93 *RPA +42.
5. ქათმისთვის გაციების სხვა მეთოდების ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით განსაზღვრული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაციის გამოყენებისას, იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობა უდრის 2%-ს(1), ამ მეთოდით განსაზღვრული წყლის საერთო შემცველობის (გრამებში) (WG) უმაღლესი დასაშვები ლიმიტი წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის ნდობის ინტერვალი): WG = 3,65 *RPA +42.
6. თუ შვიდი ტანხორცის წყლის საშუალო შემცველობა (WA), რომელიც გაანგარიშებულია ამ დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ აღემატება ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში (WG) მითითებულ მაჩვენებელს, შემოწმებას დაქვემდებარებული ქათმის რაოდენობა უნდა განისაზღვროს სტანდარტის შესაბამისად.
შენიშვნა: (1) გაანგარიშებულია ტანხორცზე, გარდა გარე (უცხო) შეწოვილი წყლისა.
დანართი №6
ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა
(ქიმიური მეთოდ