2. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული გაყინული ან სწრაფად გაყინული ნაყარი სახით არსებული პროდუქტების ნიმუშები შესაძლებელია ინახებოდეს 0°C-ზე გამოკვლევის დაწყებამდე; გამოკვლევა შეიძლება ეხებოდეს ცალ-ცალკე ამ ხუთი ნაჭრიდან თითოეულს ან ხუთი ნაჭრისგან შემდგარ ნიმუშს.
3. ნიმუშების მომზადება დაწყებული უნდა იქნეს საყინულიდან ან მაცივრიდან ტანხორცის გამოღებიდან ერთი საათის განმავლობაში.
4. შეფუთვის გარეთა ნაწილზე, გაწმენდით, ყინულისა და წყლის მოცილების შემდეგ თითოეული ნაჭერი იწონება და სცილდება ნებისმიერი შესაფუთი მასალა. ნაჭრების უფრო მცირე ნაწილებად დაჭრის შემდეგ, ფრინველის ნაჭრის წონა, განსაზღვრულია გრამის სიზუსტით ნებისმიერი შესახვევი მასალის წონის გამოკლების შემდეგ, როგორც „P1“.
5. შედგენილი ნიმუშის გამოკვლევის შემთხვევაში, ხუთი ნაჭერის მთლიანი წონა, რომელიც მომზადებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება, როგორც „P5“.
6. მთლიანი ნაჭერი, რომლის წონა არის „P1“ ქუცმაცდება ხორცსაკეპ მანქანაში ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნტში მითითებული სახით (და, თუ აუცილებელია, ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებულ იქნას ჰომოგენური მასალა, რომლიდანაც შემდეგში შესაძლებელი იქნება თითოეული ნაჭრიდან რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება.
7. შედგენილი ნიმუშის გამოკვლევის შემთხვევაში, რომელთაგან ყველა ხუთივე ნაჭერის წონაა „P5“, გატარდება ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორცსაკეპ მანქანაში (და თუ აუცილებლია, ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებული იყოს ჰომოგენური მასალა, საიდანაც შესაძლოა შემდეგ აღებული იქნას ხუთი ნაჭრიდან ორი რეპრეზენტატიული ნიმუში. ამ ორი ნიმუშის გამოკვლევა ხდება ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
8. ჰომოგენური მასალის ნიმუში აიღება და გამოიყენება მყისიერად წყლის შემცველობის დასადგენად ISO 1442 –ის შესაბამისად, რათა მიღებული იქნას წყლის შემცველობა „a%“.
9. ჰომოგონური მასალის ნიმუშის აიღება და გამოიყენება დაუყოვნებლივ აზოტის შემცვლეობა განსასაზღვრად ISO 937 -ის შესაბამისად. აზოტის შემცველობა კონვერტირდება ნედლი ცილის ‘b%’ შემცველობად მისი 6,25 კოეფიციენტზე გამრავლები