ა) წყლის წონა (W) თითოეულ ნაჭერში მოცემულია aP1/100 –ით და ცილის წონა (RP) bP1/100 –ით, რომელთაგან ორივე გამოხატულია გრამებში და განისაზღვრება წყლის წონისა (W5) და ცილის წონის (RP5) ჯამი ხუთ გამოსაკვლევ ნაჭერში;
ბ) შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, გამოკვლეული ორი ნიმუშიდან აღებული წყლისა და ცილის საშუალო შემცველობა იძლევა შესაბამისად ‘a%’ და ‘b%’-ს. წყლის წონა (W5) ხუთ ნაჭერში მოცემულია aP5/100-ით, და ცილის წონა (RP5) bP5/100-ით, რომელთაგან ორივე წარმოდგენილია გრამებში.
2. წყლის (WA) და ცილის (RPA) საშუალო წონა დაანგარიშებულია თითოეულის (წყლისა (W5) და ცილის (RP5)) საშუალო წონის ხუთზე გაყოფით.
3. საშუალო ფიზოლოგიური W/RP შეფარდება განსაზღვრული ამ დანართით განსაზღვრული მეთოდით, არის:
ა) ქათმის გულმკერდის ფილეს შემთხვევაში – 3,19 ± 0,12;
ბ) ქათმის კიდური და კიდურის მეოთხედის შმთხვევაში – 3,78 ± 0,19;
გ) ინდაურის გულმკერდის ფილეს შემთხვევაში – 3,05 ± 0,15;
დ) ინდაურის კიდურის შმთხვევაში – 3,58 ± 0,15;
ე) ინდაურის კიდურის ძვალგამოცლილი ხორცის შემთხვევაში – 3,65 ± 0,17.
4. იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი შეწოვილი წყლის შემცველობა შეადგენს 2%-ს, 4%-ს ან 6%-ს(1) პროდუქტის ტიპის და გამოყენებული გაციების მეთოდის მიხედვით, W/RP-ს უმაღლესი დასაშვები შეფარდება, ამ დანართით განსაზღვრული მეთოდით შემდეგია:
ჰაერით
გაციებული
ჰაერის
გაფრქვევით გაციებული
წყალში ჩაყურსვით (იმერსიით)
გაციებული
ქათმის გულმკერდის ფილე კანის გარეშე
3,40
3,40
3,40
ქათმის გულმკერდი კანით
3,40
3,50
3,60
ქათმის ბარძაყი, ბარკალი, კიდური, კიდური ზურგის ნაწილით, კიდურის მეოთხედი – კანით
4,05
4,15
4,30
ინდაურის გულმკერდის ფილე კანის გარეშე
3,40
3,40
3,40
ინდაურის გულმკერდის ფილე კანით
3,40
3,50
3,60
ინდაურის ბარძაყი, ბარკალი, კიდური – კანით
3,80
3,90
4,05
ძვალგამოცლილი ინდაურის კიდურის ხორცი კანის გარეშე
3,95
3,95
3,95
5. გაციების სხვა მეთოდების ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით განსაზღვრული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაციის შემთხვევაში, გარდუვალი წყლის შემცველობა სავარაუდოდ შეადგენს 2%-ს და უმაღლესი დასაშვები W/PR შეფარდება არის ისეთი, როგორც ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ჰაერით გაციების შემთხვევაში ცხრილში.
6. თუ ხუთი ნაჭრის საშუალო WA/RPA შეფარდება, რომელიც გაანგარიშდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ აღემატება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შეფარდებას, ფრინველის ნაჭრების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება შემოწმებას, მიჩნეულია სტანდარტთან შესაბამისად.
შენიშვნა: (1) გაანგარიშებულია ფრინველის ნაჭერზე, გარდა გარე (უცხო) შეწოვილი წყლისა. თითოეული გაციების მეთოდისათვის ძვალგამოცლილი ინდაურის კიდურის ხორცისთვის კანის გარეშე მინიმალური ტექნიკურად გარდაუვალი შეწოვილი წყლის შემცველობა შეადგენს 2%-ს.
დანართი №7
წყლის შეწოვის შემოწმება საწარმოში
(გამოკვლევა სასაკლაოზ