2. გამოკვლევისთვის მომზადება დაწყებული უნდა იქნეს საყინულედან ტანხორცის გამოღებიდან ერთი საათის განმავლობაში.

3. შეფუთვის გარეთა ნაწილზე, გაწმენდით, ყინულისა და წყლის მოცილების შემდეგ, თითოეული ტანხორცი იწონება და სცილდება ნებისმიერი შესაფუთი მასალა. ტანხორცის უფრო მცირე ნაწილებად დაჭრის შემდეგ, საკვებად ვარგისი სუბპროდუქტების გარშემო არსებული ნებისმიერი მასალა სცილდება. ტანხორცის საერთო წონა, მათ შორის საკვებად ვარგისი სუბპროდუქტებისა და მიკრული ყინულის წონა, განისაზღვრება გრამის სიზუსტით, ნებისმიერი მოცილებული შესახვევი მასალის წონის გამოკლებით, როგორც „P1“.

4. შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, შვიდი ტანხორცის საერთო წონა, რომელიც მომზადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება როგორც „P7“.

5. მთლიანი ტანხორცი, რომლის წონა არის „P1“ ქუცმაცდება ხორცსაკეპ მანქანაში ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული სახით (და, თუ აუცილებელია, ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებულ იქნას ჰომოგენური მასალა, რომლიდანაც შემდეგში შესაძლებელი იქნება თითოეული ტანხორციდან რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება.

6. შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, შვიდივე P7 წონის მქონე ტანხორცი არის დაქუცმაცებული ხორცსაკეპ მანქანაში ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ქვეპუნქტში მითითებულის სახით (და თუ აუცილებელია ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებულ იქნეს ჰომოგენური მასალა, რომლიდანაც შემდეგში შესაძლებელია შვიდივე ტანხორციდან ორი რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება. ამ ორი ნიმუშის გამოკვლევა ხდება ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. ჰომოგენური მასალის ნიმუში აღებულია და გამოიყენება მყისიერად წყლის შემცველობის დადგენის მიზნით, ISO 1442 –ის შესაბამისად, რათა მიღებული იქნას წყლის შემცველობა „a %“.

8. ჰომეგონური მასალის ნიმუშის აღება ასევე ხდება და გამოიყენება დაუყოვნებლივ, რათა განისაზღვროს აზოტის შემცელობა ISO 937-ის შესაბამისად. აზოტის შემცველობა კონვერტირდება ნედლი ცილის „b %“ შემცველობად მისი 6,25 კოეფიციენტზე გამრავლები