სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ეთიკურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ − სამსახური) აუდიტორი თავის პროფესიულ საქმიანობაში და, თუ შესაფერისია, პირად ცხოვრებაში.

2. ამ კოდექსის დებულებები, შინაარსის მისადაგებით, აგრეთვე ვრცელდება სამსახურის სხვა მოსამსახურეებზე.

3. ეს კოდექსი განიმარტება მისი კონკრეტული ნორმების შინაარსისა და კოდექსის საერთო სულისკვეთების გათვალისწინები