1. აუდიტორი უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობას კვალიფიციურად, სათანადო გულმოდგინებითა და ეტიკეტის დაცვით ახორციელებს.

2. აუდიტორის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი კრიტერიუმების მახასიათებლებია:

ა) კვალიფიკაცია − სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების კოლეგებისათვის გაზიარების მზაობა, ასევე სიახლეების მიმართ ღიაობა, პროფესიული ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა (თვითგანვითარება, პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა);

ბ) გულმოდგინება − სამუშაოს ყურადღებით, საფუძვლიანად, მონდომებით და დროულად შესრულება;

გ) ეტიკეტი − მომსახურების სტანდარტისა და საოფისე კულტურის შესაბამისი ქცევა (თავაზიანობა, თავდაჭერილობა, კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და სხვ.