და ობიექტურობა
1. აუდიტორის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განისაზღვრება:
ა) სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტით − აუდიტორის მიმართ მოქმედებს მოლოდინი,რომ პროფესიული საქმიანობა განახორციელოს სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან თავისუფლად, მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ პრინციპის უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად აუდიტორის აღქმას, დამოკიდებულებას საქმისა თუ რომელიმე მხარის მიმართ, გააჩნია თუ არა მას იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეუძლია. აუდიტორი
აკმაყოფილებს სუბიექტური მიუკერძოებლობის სტანდარტს, როდესაც სუბიექტური თვალსაზრისით არ არის მიკერძოებული და დაინტერესებული საქმის შედეგით;
ბ) ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტით − აუდიტორი აკმაყოფილებს ობიექტური
მიუკერძოებლობის სტანდარტს, როდესაც არ არსებობს გარემოება, რომელიც ობიექტური დამკვირვებლისთვის აუდიტორის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის. როდესაც იკვეთება გარემოება, რომლის საფუძველზე აუდიტორის მიუკერძოებლობის თაობაზე ეჭვის წარმოშობა შეიძლება გამართლებული, ლოგიკური იყოს, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი იმის შემოწმებას გულისხმობს, უზრუნველყოფილია თუ არა საკმარისი გარანტიები ამ მიმართებით აუდიტორის წინააღმდეგ ეჭვების გამოსარიცხად. როდესაც ეჭვს მიუკერძოებლობის თაობაზე ობიექტური საფუძველი გააჩნია, მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, არის თუ არა აუდიტორი მართლაც მიკერძოებული სუბიექტურად. სწორედ ამ გზით ხდება აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის თვალსაჩინობის პრინციპის უზრუნველყოფა.
2. აუდიტორი მოქმედებს ზეგავლენის გარეშე და თავს არიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ფაქტობრივად ან გარეგნულად ზღუდავს მის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას. აღნიშნული მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობას:
ა) აუდიტორი მოქმედებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, რაც პროფესიული საქმიანობის პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფლად და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან
დამოუკიდებლად განხორციელებას ითვალისწინებს. იგი თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად;
ბ) აუდიტორი არ მონაწილეობს აუდიტის ობიექტის ადამიანური, ფინანსური, მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების მართვისა და სხვა ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობას, მართვასა და კონტროლს უკავშირდება და აუდიტის ობიექტის მენეჯერულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს;
გ) აუდიტორი უზრუნველყოფს სამსახურის ინფორმირებას ისეთი გარემოებების შესახებ,რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან აღქმულ იქნეს, როგორც კერძო ინტერესის პირდაპირი ან არაპირდაპირი
გავლენა
მის სამსახურებრივ საქმიანობაზე (მაგალითად, აუდიტის ობიექტთან ან აუდიტის საგანთან პირადი ან სამსახურებრივი ინტერესი აკავშირებს ან აკავშირებდა);
დ) აუდიტორი არ იღებს შეთავაზებას ან/და საჩუქარს, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან აღქმულ იქნეს კერძო ინტერესის გატარების საფუძვლა