აუდიტორი ცდილობს იყოს სამაგალითო, მოქმედებს რა კეთილსინდისიერად და საჯარო ინტერესების დაცვით. აღნიშნული გულისხმობს:

ა) ეთიკურად სწორ ქცევას, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული გადაწყვეტილების სანდოობას შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:

ა.ა) დასაბუთებული
−
აუდიტის მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია გასაგებად,ნათლად არის ფორმულირებული და ემყარება მტკიცებულებების საკმარის და დამაჯერებელ ერთობლიობას, რომელიც ზუსტ, სწორ და სამართლიან პროფესიულ განსჯას უზრუნველყოფს;

ა.ბ) სარწმუნო
− სამუშაო დოკუმენტები ადასტურებს, რომ აუდიტი ჩატარდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად, აუდიტის პროცესში ყველა მეთოდოლოგიური საფეხური იქნა გავლილი და ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია არის სათანადოდ დასაბუთებული;

ბ) პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას − თანამდებობრივი მდგომარეობა, უფლებამოსილება, სამსახურებრივი ინფორმაცია და ქონება მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით იქნეს გამოყენებული;

გ) აუდიტორის მხრიდან, როგორც პატიოსნების ეთიკური ღირებულების უზრუნველმყოფი წესების დაცვას, ისე
მათი დაცვის ხელშეწყობა