აუდიტორის ეთიკური ღირებულებები და პრინციპებია:
ა) პატიოსნება
−
მოქმედებს კეთილსინდისიერად, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა − თავისუფალია გარემოებებისგან ან გავლენებისგან, რომლებიც პროფესიული განსჯის კომპრომეტირებას ახდენს, ან ასეთად შეიძლება იქნეს აღქმული, და იცავს მიუკერძოებლობას;
გ) პროფესიონალიზმი − პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე, მაღალი ხარისხითა და პასუხისმგებლობით;
დ) კონფიდენციალობა − იცავს მოთხოვნას სამსახურებრივი ინფორმაციის გამჟღავნების შეზღუდვის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებით ბალანსდება;
ე) პროფესიული ქცევა
−
მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე და თავს არიდებს ქცევას, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სამსახურ