1. აუდიტორი არ ამჟღავნებს სამსახურებრივ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საამისოდ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
2. აუდიტორი თავს არიდებს სამსახურებრივი ინფორმაციის გამოყენებას კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად.
3. აუდიტორი იღებს სათანადო ზომებს კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველსაყოფად (პაროლების, ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების უსაფრთხოების დაცვა, სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფით საუბრებში ზომიერების, სიფრთხილის გამოჩენა და სხვ.).
4. კონფიდენციალობის დაცვა აუდიტორს სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც მოეთხოვებ