საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-1174
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1174

2019 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016605, 28/11/2019.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის მასმედიის საშუალებით;
ბ) სააგენტოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების დამყარება და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე და ბაზრობებზე სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის დაცულ ტერიტორიებზე პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობა;
ე) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავება და განვითარება;
ვ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პრეზენტაციების და პრესკონფერენციების ორგანიზება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ) მომზადება და გავრცელება;
თ) დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე;
ი) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება  და სააგენტოს პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
მ) სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურთან  ერთად დაცულ ტერიტრიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2019.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-1174. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.016607.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბერის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2-1174, 03.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016607 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4718666/