„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №124

2020 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“):

ა) ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 38-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 565 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“;

ბ) მე-7 პუნქტის:

ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მე-11 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;“;

ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) მე-14 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის საფუძველზე შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის თანხა, რომელიც უნდა იყოს დაქირავებულისათვის ხელფასიდან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადის თანხასა (სვ. 11) და 150 ლარს შორის უმცირესი.

მაგალითი 1.

საწარმოს მიერ  2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი (დასაქმებულის სახელით საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის ჩათვლით) შეადგენს  1500 ლარს,  რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.

მოცემულ შემთხვევაში:

ვინაიდან დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასი აღემატება 750 ლარს, საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 150 ლარი (750 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი).

მაგალითი 2.

საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი  შეადგენს  700 ლარს,  რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით.

მოცემულ შემთხვევაში:

საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 140 ლარი (700 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი). შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ წარმოიქმნება.

მაგალითი  3.

საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი  შეადგენს 1 700 ლარს,  რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით. შეღავათების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის თანხამ შეადგინა 1 400 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში:

 საწარმოს საშემოსავლო გადასახადის შესამცირებელი თანხა არ წარმოექმნება - საწარმო არ არის უფლებამოსილი „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს რაიმე თანხა, რადგან ხელფასის ოდენობა აღემატება 1500 ლარს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
📎 დანართები (2)
124-1.doc DOC

ნაწილი III

|განაცემის დასახელება |

|დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი, ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება (გარდა 563 |16 | |

|გრაფაში ასახული განაცემისა). მათ შორის: | | |

|ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) |17 | |

|რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის გადახდილი როიალტი |18 | |

|ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას |რომელიც იბეგრება 20%-ით |19 | |

|დაქვემდებარებული განაცემები (გარდა | | | |

|პროცენტებისა): | | | |

| |რომელიც იბეგრება 5%-ით |20 | |

|ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის 1333 მუხლის|201 | |

|შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით | | |

|არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, |21 | |

|ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა) | | |

|ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, მათ შორის: |22 | |

|ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) |23 | |

|ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, მათ შორის: |24 | |

|ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) |25 | |

|ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების |26 | |

|საფუძველზე გაცემული ანაზღაურება | | |

|მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (გარდა |27 | |

|პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის: | | |

|საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: |პირველი ნაწილის: |„ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %) |28 | |

| | |„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |29 | |

| | |„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %) |30 | |

| | |„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |31 | |

| |11 ნაწილით (განაკვეთი 15%) |32 | |

|მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება |33 | |

|(შეღავათების გამოკლებით), რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), | | |

|მათ შორის: | | |

|საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: |პირველი ნაწილის: |„ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %) |34 | |

| | |„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |35 | |

| | |„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %) |36 | |

| | |„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |37 | |

| |11 ნაწილით (განაკვეთი 15%) |38 | |

|ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (მე-17-მე-20, 201, 21-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, |39 | |

|34-ე-38-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) | | |

|ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას |40 | |

|დაქვემდებარებული განაცემები, მათ შორის: | | |

|ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე |პირველი ნაწილის: |„ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %) |41 | |

|მუხლის: | | | | |

| | |„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |42 | |

| | |„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %) |43 | |

| | |„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |44 | |

| |11 ნაწილით (განაკვეთი 15%) |45 | |

|ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%) |46 | |

|გ) პროცენტები (განაკვეთი 5%) |47 | |

|ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას |48 | |

|დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების გამოკლებით), მათ შორის: | | |

|ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე |პირველი ნაწილის: |„ბ1“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %) |49 | |

|მუხლის: | | | | |

| | |„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |50 | |

| | |„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %) |51 | |

| | |„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |52 | |

| |11 ნაწილით (განაკვეთი 15%) |53 | |

|ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%) |54 | |

|გ) პროცენტები (განაკვეთი 5%) |55 | |

|გადახდის წყაროსთან ორგანიზაციებისთვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის |56 | |

|დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე-55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე | | |

|ნამრავლის ჯამი) | | |

|2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომლებზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი |561 | |

|2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემულია: |562 | |

|მათ შორის, საანგარიშო თვეში |563 | |

|სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის გადასახადის |564 | |

|განაკვეთზე ნამრავლი) | | |

|გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის |565 | |

|შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი) | | |

|სულ ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის |57 | |

|გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 565 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს | | |

|გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი) მათ შორის: | | |

|აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი |571 | |

|აფხაზეთის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი |572 | |

|ინფორმაციისათვის |

|მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება |58 | |

|სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი |59 | |

|საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა|60 | |

|ფიზიკურ პირთა რიცხოვნება, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა |61 | |

|არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ |62 | |

|ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას | | |

|ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის: |63 | |

|საკონტროლო-სალარო აპარატების საშუალებით |64 | |

|მაქსიმალური ხელფასი |65 | |

|მინიმალური ხელფასი |66 | |

|ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის |67 | |

|საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა |68 | |

|პირთა რაოდენობა, რომლებზეც გაცემულია 68-ე უჯრაში ასახული თანხა |69 | |

124-2.doc

დეკლარაციის დანართი „ა“

ინფორმაცია

საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ

განაცემის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი) განაცე-მის მიმღე-ბის დასახელება მისამართი პირის რეზიდენტობა (ქვეყანა) შემოსავლე-ბის მიმღებ პირთა კატეგორია განაცემი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი წყაროს-თან დაკავე-ბული გადასა-ხადი (ლარი) სოციალური გადასახადი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებ-ული გადასახადის თანხა შესამცირ-ებელი საშემოსა-ვლო გადასახა-დი
სახე თანხა (ლარი) შეღავა-თის ოდენობა გაცემის თარი-ღი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14