„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №612 |
|
2020 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კონკურსში მონაწილეთა თხოვნის საფუძველზე, გასცენ ცნობა შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის თაობაზე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) თუკი საკონკურსო წინადადებაში მითითებულია შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის საკადასტრო კოდი და არსებობს ამავე ფართთან მიმართებით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება, ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) არ არის რეგისტრირებული;“;
ა.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ე) თუკი საკონკურსო წინადადებაში მითითებულია შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის საკადასტრო კოდი და არსებობს ამავე ფართთან მიმართებით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება, ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) არ არის რეგისტრირებული;“;
ა.გ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი ან ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD დისკზე);“;
ა.დ.) „გ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე“ - „ე.ვ“ ქვეპუნქტები:
„ე.ე) საექსპერტო დასკვნა შესაბამისი მრავალბინიანი სახლის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ;
ე.ვ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) არ არის რეგისტრირებული.“.
|