1. წესის მიზნებისათვის, აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  პირი – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“)  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური აგენტი ან შეთანხმებაში მონაწილე სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია), რომელიც კანონის მიზნებისათვის არ მიეკუთვნება ეკონომიკურ აგენტს;

ბ) განაცხადი – პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის  მიერ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;

გ) მარკირება – შესაბამისი კატეგორიის შეღავათის მიღების მსურველთა რიგში პირისათვის ადგილის დაკავება, მის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენამდე;

დ) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი – პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა