1. თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი აღიარებს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და ერთდროულად აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ პირობებს.
2. კანონისა და ამ წესის მიზნებისათვის, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გულისხმობს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის დაკისრებისაგან მის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება