1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პირი სააგენტოს მიმართავს განაცხადით და წარუდგენს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა სააგენტოში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.
3. პირის მიერ სააგენტოსათვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება პირის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი სააგენტოს თანამშრომელი და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.
4. პირს უფლება აქვს სააგენტოში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.
5. განაცხადის მიღების შემდეგ სააგენტო გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.
6. სააგენტო განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).
7. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო მოახდენს განაცხადის მარკირებას, პირს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში, იგი წარმოდგენილად ჩაითვლება იმ დროს, როდესაც მოხდა პირის მარკირება.
8. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მარკირება ავტომატურად უქმდება.
9. თუ სააგენტო დაადგენს, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და მარკირებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და წერილობით ატყობინებს პირს აღნიშნულის თაობაზე.
10. პირს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, სააგენტო იტოვებს პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტიცებულებებს საქმის მოკვლევისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, განცხადების შემომტანი პირის ვინაობა რჩება ანონიმური.
11. თუ საქმის მოკვლევა ჯერ არ არის დაწყებული და განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა კანონის შესაბამისად. ამ დროს საქმის მოკვლევა დაწყებულად ითვლება სააგენტოს ინიციატივი