1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წერილობითი ფორმით აღიარებს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და დააკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულ