1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ სააგენტოში  წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) პირის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელი პირი და ელექტრონული ფოსტა);

გ) ინფორმაცია კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის:

გ.ა) შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ.ბ)  კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე პირთა როლების დეტალური აღწერა;

გ.გ) ის პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზარი, სადაც ადგილი აქვს შეთანხმებას (არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი);

გ.დ) შეთანხმების ხანგრძლივობა;

გ.ე) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;

გ.ვ) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;

დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი) და ხელმოწერა.

2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სააგენტოში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის სახელით.

4. ორი ან მეტი პირის მიერ სააგენტოში განაცხადის  ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.

5. წერილობითი განაცხადი სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი №1-ის შესაბამისა