„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №274 |
|
2020 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/02/2019, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესის და პირობების“: ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება, გაანგარიშებაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, რა დროსაც გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა მცირდება გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლის გათვალისწინებით.“; ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. გაანგარიშებაში 2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ ასახული ზედმეტობა, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის ფარგლებში, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის გარეშე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.“; გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელისათვის დასაბრუნებელი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის ოდენობა განისაზღვრება, აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით თანხის დაბრუნების მომენტისათვის, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.“; დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ მოქმედებათა საფუძველზე განსაზღვრულ ფარგლებში, გამოიწერება საგადახდო დავალება, რაც ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახაზინო სამსახურს, რომელიც ახორციელებს თანხის დაბრუნების შესაბამის ღონისძიებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 17 ნოემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2020.
- როდის იქნა მიღებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.11.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №274. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017393.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №274, 13.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017393 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5032782/