1. ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტები.
2. ამ შეთანხმების მიზნებისთვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სრულიად ან ნაწილობრივ ფისკალურად გამჭვირვალედ მიჩნეული ერთეულის ან სქემის მიერ ან მისი მეშვეობით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის შემოსავლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო მიზნებისთვის, ამ შემოსავალზე ვრცელდება იგივე საგადასახადო რეგულაცია, როგორიც მისი რეზიდენტის შემოსავალზე.
3. ეს შეთანხმება არ მოახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი რეზიდენტების დაბეგვრის უფლებაზე, გარდა შეღავათებისა, რომელიც მინიჭებულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-17, მე-18, მე-19, 22-ე, 23-ე, 24-ე და 26-ე მუხლების საფუძველზ