1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

(a)  სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში,(i)  მოგების გადასახადი;

(ii)  სახელფასო გადასახადი;

(iii)  ქონების გადასახადი;

(შემდგომში „სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადი”);

(b)  საქართველოს შემთხვევაში,(i)  მოგების გადასახადი;

(ii)  საშემოსავლო გადასახადი;

(iii)  ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადზე, რომელიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ საგადასახადო  კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე